1899 წლის 9 მარტს ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების გამგეობამ სხდომაზე ხმათა უმრავლესობით გადაწყვიტა გამგეობის მდივნის, დავით კარიჭაშვილის მიერ დაყენებული საკითხი წინარეხის სკოლის მასწავლებლისთვის ხაზინიდან ხელფასის მიცემის შესახებ – მასწავლებლისთვის ივნისამდე თვეში 25-25 მანეთი უნდა მიეცათ იმ პირობით, რომ ხელფასის აღებისთანავე დაუბრუნებდა საზოგადოებას. ოქმს ხელს აწერს ალექსანდრე ჭყონია.

წყარო: ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების გამგეობისა და წევრთა საერთო კრებების სხდომების ოქმები | 1899-1899
წყაროს ტიპი: საარქივო დოკუმენტი
გამოცემის ადგილი: თბილისი, საქართველო
ენა: ქართული
დაცულია: საქართველოს იუსტიციის სამინისტროს სსიპ საქართველოს ეროვნული არქივი

ციტირება: ქშწკ გამავრცელებელი საზოგადოების პროსოპოგრაფიულ მონაცემთა ბაზა (თბილისი, 2017). ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის ლინგვისტურ კვლევათა ინსტიტუტი. ფაქტოიდი 13217 [http://society.iliauni.edu.ge/factoid/article/13217]; წვდომის თარიღი: 2019-12-06