1909 წელს ანასტასია მიხეილის ასულმა თუმანიშვილ-წერეთლისამ ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების გამგეობას თბილისის მეორე ბიბლიოთეკისთვის წიგნების გადაცემის თხოვნით მიმართა. გამგეობამ გადაწყვიტა, ბიბლიოთეკისთვის 21 მანეთისა და 11 კაპიკის ღირებულების წიგნები გაეგზავნა. განჩინებას ხელი მოაწერა დავით გიორგის ძე კარიჭაშვილმა.

წყარო: ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების გამგეობის სხდომის ოქმები | 1909-1909
წყაროს ტიპი: საარქივო დოკუმენტი
გამოცემის ადგილი: თბილისი
ენა: ქართული
დაცულია: საქართველოს პარლამენტის ეროვნული ბიბლიოთეკა

ციტირება: ქშწკ გამავრცელებელი საზოგადოების პროსოპოგრაფიულ მონაცემთა ბაზა (თბილისი, 2017). ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის ლინგვისტურ კვლევათა ინსტიტუტი. ფაქტოიდი 13262 [http://society.iliauni.edu.ge/factoid/article/13262]; წვდომის თარიღი: 2019-08-23