1920 წლის 22 იანვრის გაზეთ „საქართველოს რესპუბლიკის“ ცნობით, გაზეთი „გოლოს რაბოჩეგო“ (Голос рабочего) საქართველოს დამოუკიდებლობაზე უარყოფითი აზრის წერილის დაბეჭდვის გამო შინაგან საქმეთა მინისტრის ნოე რამიშვილის განკარგულებით დახურეს.

წყარო: საქართველოს რესპუბლიკა, 1920 | 22 იანვარი
წყაროს ტიპი: პერიოდიკა
გამოცემის ადგილი: თბილისი
ენა: ქართული
დაცულია: საქართველოს პარლამენტის ეროვნული ბიბლიოთეკა

ციტირება: ქშწკ გამავრცელებელი საზოგადოების პროსოპოგრაფიულ მონაცემთა ბაზა (თბილისი, 2017). ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის ლინგვისტურ კვლევათა ინსტიტუტი. ფაქტოიდი 1328 [http://society.iliauni.edu.ge/factoid/article/1328]; წვდომის თარიღი: 2019-06-24