1909 წლის 11 ივნისს ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების გამგეობის კრებაზე მოისმინეს გიორგი ყაზბეგის მოხსენება თბილისის სათავადაზნაურო კრების შემოწირულობისა და ილია ჭავჭავაძის სახლის ბიბლიოთეკა-მუზეუმად გადაკეთების შესახებ. გამგეობამ ამისთვის საგანგებო კრების მოწყობა გადაწყვიტა. განჩინებას ხელი მოაწერა გიორგი ლასხიშვილმა.

წყარო: ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების გამგეობის სხდომის ოქმები | 1909-1909
წყაროს ტიპი: საარქივო დოკუმენტი
გამოცემის ადგილი: თბილისი
ენა: ქართული
დაცულია: საქართველოს პარლამენტის ეროვნული ბიბლიოთეკა

ციტირება: ქშწკ გამავრცელებელი საზოგადოების პროსოპოგრაფიულ მონაცემთა ბაზა (თბილისი, 2017). ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის ლინგვისტურ კვლევათა ინსტიტუტი. ფაქტოიდი 13283 [http://society.iliauni.edu.ge/factoid/article/13283]; წვდომის თარიღი: 2019-08-21