1918 წელს შესდგა პროფესიონალურ კავშირთა საბჭოს კრება. კრებაზე გაირჩა კითხვა ამიერ-კავკასიის ბანკში მოსამსახურეების გაფიცვის შესახებ, რომელიც გამოცხადდა 4 ოქტომბერს. ეს კონფლიქტი, როგორც კრებამ გამოარკვია, მზადდებოდა მთელი სამი თვის განმავლობაში და საკითხის მომრიგებელი კამერის სახელზე გადაცემის შემდეგ მოსამსახურეებმა, რადგან არ მიიღეს შესაფერი გადაწყვეტილება, მიმართეს უკანასკნელ ზომას. უმთავრესი მიზეზი კონფლიქტისა მდგომარეობს იმ დეკრეტში, რომლითაც კომიტეტებს 14 იანვრიდან ერთმევათ უფლება მოსამსახურეების დათხოვნა-მიღების შესახებ. მომხსენებელმა აღნიშნა რა მიზეზები კონფლიქტისა, თან დაუმატა, რომ ამ საქმის მოწესრიგება მოხდეს მშვიდობიანის გზით და გადაეცეს ეს კითხვა საჩქაროთ მთავრობას. კრებაზე დამსწრე შრომის მინისტრის ამხანაგმა ერაძემ აღნიშნა აუცილებლობა ისეთი ორგანოს შექმნისა, რომელიც ერთხელ და ყოველთვის დაიცავს მუშა-მოსამსახურეების ინტერესებს.

წყარო: საქართველოს რესპუბლიკა, 1918 | 8 ოქტომბერი
წყაროს ტიპი: პერიოდიკა
გამოცემის ადგილი: თბილისი
ენა: ქართული
დაცულია: საქართველოს პარლამენტის ეროვნული ბიბლიოთეკა

ციტირება: ქშწკ გამავრცელებელი საზოგადოების პროსოპოგრაფიულ მონაცემთა ბაზა (თბილისი, 2017). ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის ლინგვისტურ კვლევათა ინსტიტუტი. ფაქტოიდი 1334 [http://society.iliauni.edu.ge/factoid/article/1334]; წვდომის თარიღი: 2019-09-22