ქშწკგს პროსოპოგრაფია

ფაქტის ID: 13361

ფაქტი 13361

1909 წლის 26 მარტს ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების გამგეობის კრებაზე განიხილეს სასკოლო სექციის მოხსენება სახალხო მასწავლებლებისთვის საზაფხულო კურსების გამართვის თაობაზე. გამგეობის გადაწყვეტილებით, კურსებისთვის საჭირო თანხა, 600 მანეთი, ვასილ პეტრიაშვილის ფულიდან გამოიყოფოდა და კურსებიც მისი სახელობის იქნებოდა.


საქართველოს პროსოპოგრაფიულ მონაცემთა ბაზა (თბილისი, 2017). ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის ლინგვისტურ კვლევათა ინსტიტუტი. ფაქტი 13361; ხელმისაწვდომია: . წვდომის თარიღი: .