1909 წელს სამსონ ფირცხალავამ ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების გამგეობას მიმართა განცხადებით ქუთაისის სატუსაღოსთვის წიგნების შეწირვის თაობაზე. გამგეობამ გადაწყვიტა, სატუსაღოს ზედამხედველისთვის 5 მანეთის წიგნები გაეგზავნათ. განჩინებას ხელი მოაწერა გიორგი ყაზბეგმა.

წყარო: ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების გამგეობის სხდომის ოქმები | 1909-1909
წყაროს ტიპი: საარქივო დოკუმენტი
გამოცემის ადგილი: თბილისი
ენა: ქართული
დაცულია: საქართველოს პარლამენტის ეროვნული ბიბლიოთეკა

ციტირება: ქშწკ გამავრცელებელი საზოგადოების პროსოპოგრაფიულ მონაცემთა ბაზა (თბილისი, 2017). ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის ლინგვისტურ კვლევათა ინსტიტუტი. ფაქტოიდი 13363 [http://society.iliauni.edu.ge/factoid/article/13363]; წვდომის თარიღი: 2019-08-18