1918 წლის ოქტომბერში გიორგი თევდორეს ძე ჟორდანიას თავმჯდომარეობით გამართულ ქართული იურიდიული საზოგადოების დამფუძნებელი კრების სხდომაზე დაამტკიცეს წესდება და გაიმართა არჩევნები, რომელზეც საზოგადოების თავმჯდომარედ დ. ვ. კვირკველია აირჩიეს, მის ამხანაგად – გ. ზ. ჩაჩიბაია, გამგეობის წევრებად – გ. თ. ჟორდანია, ა. გ. ბებურიშვილი, ს. კ. მხეიძე, ა. მ. ახნაზაროვი და იოსებ ყიფშიძე.

წყარო: საქართველოს რესპუბლიკა, 1918 | 9 ოქტომბერი
წყაროს ტიპი: პერიოდიკა
გამოცემის ადგილი: თბილისი
ენა: ქართული
დაცულია: საქართველოს პარლამენტის ეროვნული ბიბლიოთეკა

ციტირება: ქშწკ გამავრცელებელი საზოგადოების პროსოპოგრაფიულ მონაცემთა ბაზა (თბილისი, 2017). ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის ლინგვისტურ კვლევათა ინსტიტუტი. ფაქტოიდი 1337 [http://society.iliauni.edu.ge/factoid/article/1337]; წვდომის თარიღი: 2019-09-20