1909 წლის 16 ივლისს ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების გამგეობის კრებაზე დავით გიორგის ძე კარიჭაშვილს, გიორგი მიხეილის ძე ლასხიშვილსა და სამსონ გიორგის ძე ფირცხალავას დაევალათ ქაშვეთის ეკლესიასთან ის ადგილი შეემოწმებინათ, სადაც საზოგადოების მაღაზიის გადატანა იგეგმებოდა.

წყარო: ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების გამგეობის სხდომის ოქმები | 1909-1909
წყაროს ტიპი: საარქივო დოკუმენტი
გამოცემის ადგილი: თბილისი
ენა: ქართული
დაცულია: საქართველოს პარლამენტის ეროვნული ბიბლიოთეკა

ციტირება: ქშწკ გამავრცელებელი საზოგადოების პროსოპოგრაფიულ მონაცემთა ბაზა (თბილისი, 2017). ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის ლინგვისტურ კვლევათა ინსტიტუტი. ფაქტოიდი 13370 [http://society.iliauni.edu.ge/factoid/article/13370]; წვდომის თარიღი: 2019-09-16