1916 წლის 15 იანვარს ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების გამგეობამ განიხილა იროდიონ დიმიტრის ძე ბერეკაშვილის, გრიგოლ გიორგის ძე ვეშაპიძის, შალვა აღლაძის, ვასილ ვასილის ძე გორგაძისა და ალექსანდრე ბესარიონის ძე ლორთქიფანიძის თხოვნა სწავლის გასაგრძელებლად სტიპენდიების დანიშვნის შესახებ.

წყარო: სხვადასხვა პირებისა და დაწესებულებების განცხადებები მოსწავლე-ახალგაზრდობისათვის სტიპენდიების დანიშვნის შესახებ | 1915-1917
წყაროს ტიპი: საარქივო დოკუმენტი
გამოცემის ადგილი: თბილისი, საქართველო
ენა: ქართული
დაცულია: საქართველოს იუსტიციის სამინისტროს სსიპ საქართველოს ეროვნული არქივი

ციტირება: ქშწკ გამავრცელებელი საზოგადოების პროსოპოგრაფიულ მონაცემთა ბაზა (თბილისი, 2017). ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის ლინგვისტურ კვლევათა ინსტიტუტი. ფაქტოიდი 13377 [http://society.iliauni.edu.ge/factoid/article/13377]; წვდომის თარიღი: 2019-08-26