1899 წელს მწერალი თედო სახოკია წერა-კითხვის გამავრცელებელ საზოგადოების გამგეობას აუწყებს, რომ თედო ჟორდანია საზოგადოების წიგნსაცავს სწირავს იმერეთის მეფის, სოლომონ მეორის 1810 წლის წერილს, რომელსაც უგზავნის გამგეობას. ეს წერილი 1899 წლის „მოამბის“ N1-ში დაიბეჭდა.

წყარო: ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების გამგეობისა და წევრთა საერთო კრებების სხდომების ოქმები | 1899-1899
წყაროს ტიპი: საარქივო დოკუმენტი
გამოცემის ადგილი: თბილისი, საქართველო
ენა: ქართული
დაცულია: საქართველოს იუსტიციის სამინისტროს სსიპ საქართველოს ეროვნული არქივი

ციტირება: ქშწკ გამავრცელებელი საზოგადოების პროსოპოგრაფიულ მონაცემთა ბაზა (თბილისი, 2017). ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის ლინგვისტურ კვლევათა ინსტიტუტი. ფაქტოიდი 13384 [http://society.iliauni.edu.ge/factoid/article/13384]; წვდომის თარიღი: 2019-10-20