1899 წლის 23 მარტს ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების გამგეობის სხდომაზე განიხილეს და დაამტკიცეს საზოგადოების ხარჯთაღრიცხვა – 1-22 მარტის შემოსავალი იყო 729 მან. 10 კაპ., ხარჯი – 1023 მან. 94 კაპ. 22 მარტისთვის საზოგადოებას ჰქონდა სულ 15874 მან. 49 კაპ. და სხვა საგანგებო და სათადარიგო თანხები. ოქმს ხელს აწერს თავმჯდომარის მოადგილე ნიკოლოზ ცხვედაძე.

წყარო: ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების გამგეობისა და წევრთა საერთო კრებების სხდომების ოქმები | 1899-1899
წყაროს ტიპი: საარქივო დოკუმენტი
გამოცემის ადგილი: თბილისი, საქართველო
ენა: ქართული
დაცულია: საქართველოს იუსტიციის სამინისტროს სსიპ საქართველოს ეროვნული არქივი

ციტირება: ქშწკ გამავრცელებელი საზოგადოების პროსოპოგრაფიულ მონაცემთა ბაზა (თბილისი, 2017). ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის ლინგვისტურ კვლევათა ინსტიტუტი. ფაქტოიდი 13391 [http://society.iliauni.edu.ge/factoid/article/13391]; წვდომის თარიღი: 2019-11-13