1909 წელს თედო რაზიკაშვილმა ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების გამგეობას თხოვნით მიმართა, მის შვილებს სწავლის საფასურის გადახდაში დახმარებოდნენ. გამგეობის გადაწყვეტილებით, რაზიკაშვილებს ძმები ზუბალაშვილების მიერ დაწესებული სტიპენდიებიდან 5 თუმანი გამოეყოთ. განჩინებას ხელი მოაწერა დავით კარიჭაშვილმა.

წყარო: ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების გამგეობის სხდომის ოქმები | 1909-1909
წყაროს ტიპი: საარქივო დოკუმენტი
გამოცემის ადგილი: თბილისი
ენა: ქართული
დაცულია: საქართველოს პარლამენტის ეროვნული ბიბლიოთეკა

ციტირება: ქშწკ გამავრცელებელი საზოგადოების პროსოპოგრაფიულ მონაცემთა ბაზა (თბილისი, 2017). ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის ლინგვისტურ კვლევათა ინსტიტუტი. ფაქტოიდი 13397 [http://society.iliauni.edu.ge/factoid/article/13397]; წვდომის თარიღი: 2019-06-20