ქშწკგს პროსოპოგრაფია

ფაქტის ID: 13399

ფაქტი 13399

1909 წლის 12 მარტს ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების გამგეობის კრებაზე განიხილეს თბილისის გუბერნატორის თხოვნა, საზოგადოებას გაეგზავნა წარმომადგენელი თათბირზე, რომელზეც განიხილავდნენ თბილისის სკოლების გადაკეთებისა და ახალი სკოლების გახსნის საკითხს. გამგეობამ წარმომადგენლებად გიორგი ნიკოლოზის ძე ყაზბეგი და ალექსანდრე ივანეს ძე მდივანი აირჩია.


საქართველოს პროსოპოგრაფიულ მონაცემთა ბაზა (თბილისი, 2017). ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის ლინგვისტურ კვლევათა ინსტიტუტი. ფაქტი 13399; ხელმისაწვდომია: . წვდომის თარიღი: .