ქშწკგს პროსოპოგრაფია

ფაქტის ID: 1342

ფაქტი 1342

1918 წლის 11 ოქტომბერს ქალაქის გადამდგარი გამგეობის მაგივრად ახალი გამგეობის არჩევასთან დაკავშირებით გაიმართა ქალაქის საბჭოს კრება. სხდომა დაიწყო ქალაქის საბჭოს თავმჯდომარის, გ. ს. თავჯიანის თავმჯდომარეობით. სხდომას ესწრებოდნენ: ნოე ჟორდანია, შინაგან საქმეთა მინისტრი ნოე რამიშვილი, ევგენი გეგეჭკორი და სხვა პარტიათა ლიდერები.


საქართველოს პროსოპოგრაფიულ მონაცემთა ბაზა (თბილისი, 2017). ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის ლინგვისტურ კვლევათა ინსტიტუტი. ფაქტი 1342; ხელმისაწვდომია: . წვდომის თარიღი: .