1901 წელს ნიკოლოზ ცხვედაძის ინიციატივით ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების წევრებმა – იაკობ გოგებაშვილმა, გრიგოლ ყიფშიძემ და ივანე რატიშვილმა – ივანე ზურაბიშვილს დაავალეს, რომ წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების წიგნსაცავი ყოფილი მდივნის, შატბერაშვილისა და ახალი მდივნის, მირიანაშვილის თანდასწრებით შეემოწმებინათ.

წყარო: ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების გამგეობის სხდომის ოქმები | 1901-1901
წყაროს ტიპი: საარქივო დოკუმენტი
გამოცემის ადგილი: თბილისი, საქართველო
ენა: ქართული
დაცულია: საქართველოს იუსტიციის სამინისტროს სსიპ საქართველოს ეროვნული არქივი

ციტირება: ქშწკ გამავრცელებელი საზოგადოების პროსოპოგრაფიულ მონაცემთა ბაზა (თბილისი, 2017). ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის ლინგვისტურ კვლევათა ინსტიტუტი. ფაქტოიდი 13434 [http://society.iliauni.edu.ge/factoid/article/13434]; წვდომის თარიღი: 2019-11-13