ქშწკგს პროსოპოგრაფია

ფაქტის ID: 13437

ფაქტი 13437

1899 წლის 23 მარტს ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების გამგეობის სხდომაზე გამგეობის წევრ გრიგოლ ყიფშიძის მიერ დაყენებული საკითხის – პუშკინის ნაწარმოებთა ქართული თარგმანების დაბეჭდვის შესახებ დაადგინეს, რომ პოეტის 100 წლის იუბილემდე (26 მაისი) თხზულებები დაებეჭდათ 600-იანი ტირაჟით. საორგანიზაციო საკითხები დაევალა კომისიას. ოქმს ხელს აწერს თავმჯდომარის მოადგილე ნიკოლოზ ცხვედაძე.


საქართველოს პროსოპოგრაფიულ მონაცემთა ბაზა (თბილისი, 2017). ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის ლინგვისტურ კვლევათა ინსტიტუტი. ფაქტი 13437; ხელმისაწვდომია: . წვდომის თარიღი: .