1899 წლის 23 თებერვალს ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების გამგეობის სხდომაზე განიხილეს ქუთაისისა და სენაკის სათავადაზნაურო სკოლათა სამზრუნველო კომიტეტის თხოვნა, რომ გამგეობას დროულად გაეგზავნა გადაწყვეტილება სკოლათა მართვის ინსტრუქციაში ცვლილებების შესახებ. გამგეობამ დაადგინა, მალე გაეგზავნათ ინსტრუქცია. ოქმს ხელს აწერს საზოგადოების თავმჯდომარე ილია ჭავჭავაძე.

წყარო: ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების გამგეობისა და წევრთა საერთო კრებების სხდომების ოქმები | 1899-1899
წყაროს ტიპი: საარქივო დოკუმენტი
გამოცემის ადგილი: თბილისი, საქართველო
ენა: ქართული
დაცულია: საქართველოს იუსტიციის სამინისტროს სსიპ საქართველოს ეროვნული არქივი

ციტირება: ქშწკ გამავრცელებელი საზოგადოების პროსოპოგრაფიულ მონაცემთა ბაზა (თბილისი, 2017). ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის ლინგვისტურ კვლევათა ინსტიტუტი. ფაქტოიდი 13443 [http://society.iliauni.edu.ge/factoid/article/13443]; წვდომის თარიღი: 2019-10-16