ქშწკგს პროსოპოგრაფია

ფაქტის ID: 13448

ფაქტი 13448

1906 წელს ძველი სენაკის სათავადაზნაურო სკოლის მოსწავლეების უმეტეს ნაწილს კარგად ჰქონდა ათვისებული განვლილი მასალა. მოსწავლეების მცირე ნაწილი სუსტი იყო, რადგან გვიან ჰქონდათ დაწყებული სწავლა. ისინი ქართულად და რუსულად სუფთად და ლამაზად წერდნენ, მე-2 და მე-4 განყოფილების ზოგიერთი მოსწავლე კი განსაკუთრებულად ლამაზად წერდა. ზოგადად, ძველი სენაკის სათავადაზნაურო სკოლის მოსწავლეები საკმაოდ წარმატებულები იყვნენ, დისციპლინა ძალიან კარგი იყო სკოლაში. ძველი სენაკის სათავადაზნაურო სკოლის დათვალიერების შესახებ 1906 წლის 10 ივნისის მოხსენებას ხელს აწერს დავით გიორგის ძე კარიჭაშვილი.


საქართველოს პროსოპოგრაფიულ მონაცემთა ბაზა (თბილისი, 2017). ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის ლინგვისტურ კვლევათა ინსტიტუტი. ფაქტი 13448; ხელმისაწვდომია: . წვდომის თარიღი: .