ქშწკგს პროსოპოგრაფია

ფაქტის ID: 13449

ფაქტი 13449

1906 წელს ძველი სენაკის სათავადაზნაურო სკოლის მე-4 განყოფილების მოსწავლეებმა ზეპირად იცოდნენ ქართული ლექსები, ხსნიდნენ სიტყვებსა და ტექსტის აზრს, ჰყვებოდნენ ისტორიას, გრამატიკულად არჩევდნენ სიტყვებსა და წინადადებებს, კარგად კითხულობდნენ და ჰყვებოდნენ უცნობი ტექსტების შინაარსს. ასევე ზეპირად იცოდნენ რუსული ლექსები და ხსნიდნენ სიტყვებს, კარგად იცოდნენ ანგარიში; საღვთო სჯულიდან ჰყვებოდნენ ძველი და ახალი აღთქმის ტექსტების შინაარსს, ლოცვები კი არ იცოდნენ. ძველი სენაკის სათავადაზნაურო სკოლის დათვალიერების შესახებ 1906 წლის 10 ივნისის მოხსენებას ხელს აწერს დავით გიორგის ძე კარიჭაშვილი.


საქართველოს პროსოპოგრაფიულ მონაცემთა ბაზა (თბილისი, 2017). ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის ლინგვისტურ კვლევათა ინსტიტუტი. ფაქტი 13449; ხელმისაწვდომია: . წვდომის თარიღი: .