1906 წელს ძველი სენაკის სათავადაზნაურო სკოლის მე-3 განყოფილების მოსწავლეებმა კარგად იცოდნენ ქართული ლექსები და ჰყვებოდნენ სტატიების შინაარსს. ასევე კარგად კითხულობდნენ სტატიებს, მოთხრობის კითხვა კი უჭირდათ; რუსულ ენაზე გამართულად ამბობდნენ ლექსებს, ხსნიდნენ სიტყვებს, უცნობ ტექსტებს კარგად კითხულობდნენ, მაგრამ მოთხრობის წაკითხვა უჭირდათ; აგრეთვე იცოდნენ ანგარიში, თუმცა ზოგიერთმა მოსწავლემ ციფრების რიგებისა და კლასების მნიშვნელობა კარგად არ იცოდა; სამშობლოს აღწერაც საკმაოდ კარგად ჰქონდათ ათვისებული; საღვთო სჯულიდან ძველი და ახალი აღთქმის ტექსტების შინაარსს ჰყვებოდნენ და განმარტავდნენ ლოცვების სიტყვებს. ძველი სენაკის სათავადაზნაურო სკოლის დათვალიერების შესახებ 1906 წლის 10 ივნისის მოხსენებას ხელს აწერს დავით გიორგის ძე კარიჭაშვილი.

წყარო: ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების წლიური კრების ოქმები და ანგარიშები | 1905-1906
წყაროს ტიპი: საარქივო დოკუმენტი
გამოცემის ადგილი: თბილისი, საქართველო
ენა: ქართული
დაცულია: საქართველოს იუსტიციის სამინისტროს სსიპ საქართველოს ეროვნული არქივი

ციტირება: ქშწკ გამავრცელებელი საზოგადოების პროსოპოგრაფიულ მონაცემთა ბაზა (თბილისი, 2017). ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის ლინგვისტურ კვლევათა ინსტიტუტი. ფაქტოიდი 13450 [http://society.iliauni.edu.ge/factoid/article/13450]; წვდომის თარიღი: 2019-11-13