ქშწკგს პროსოპოგრაფია

ფაქტის ID: 13452

ფაქტი 13452

1906 წელს ძველი სენაკის სათავადაზნაურო სკოლის პირველ კლასში მოსწავლეებს ასწავლიდნენ მხოლოდ ქართულ ენას და ანგარიშს. მოსწავლეებმა ისწავლეს „დედა ენა“ 59-ე გვერდამდე; კარგად აითვისეს კითხვა, გარდა რამდენიმე მოსწავლისა, რომლებიც ფიზიკურად სუსტები იყვნენ; ასევე, მოსწავლეები კარგად ყვებოდნენ ლექსებს და ხსნიდნენ სიტყვებს; ანგარიშიდან 10-მდე იცოდნენ ზეპირად ოთხივე მოქმედება, 20-მდე კი – შეკრება და გამოკლება. ძველი სენაკის სათავადაზნაურო სკოლის დათვალიერების შესახებ 1906 წლის 10 ივნისის მოხსენებას ხელს აწერს დავით გიორგის ძე კარიჭაშვილი.


საქართველოს პროსოპოგრაფიულ მონაცემთა ბაზა (თბილისი, 2017). ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის ლინგვისტურ კვლევათა ინსტიტუტი. ფაქტი 13452; ხელმისაწვდომია: . წვდომის თარიღი: .