1918 წლის ოქტომბერში ქართული მუსიკალური სკოლის წარმომადგენლები შეხვდნენ მთავრობის თავმჯდომარე ნოე ჟორდანიას და დედათა ინსტიტუტის შენობის დათმობის შესახებ ისაუბრეს. ჟორდანია დახმარებას შეჰპირდა. სახელოვნო კომისიამ ალექსანდრე ახმეტელს დაავალა, დაეთვალიერებინა დედათა ინსტიტუტის შენობა იქ ქართული მუსიკალური სკოლის განსათავსებლად.

წყარო: საქართველოს რესპუბლიკა, 1918 | 11 ოქტომბერი
წყაროს ტიპი: პერიოდიკა
გამოცემის ადგილი: თბილისი
ენა: ქართული
დაცულია: საქართველოს პარლამენტის ეროვნული ბიბლიოთეკა

ციტირება: ქშწკ გამავრცელებელი საზოგადოების პროსოპოგრაფიულ მონაცემთა ბაზა (თბილისი, 2017). ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის ლინგვისტურ კვლევათა ინსტიტუტი. ფაქტოიდი 1346 [http://society.iliauni.edu.ge/factoid/article/1346]; წვდომის თარიღი: 2019-09-17