ქშწკგს პროსოპოგრაფია

ფაქტის ID: 13466

ფაქტი 13466

1880 წლის ზაფხულში მთავრობამ ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების მმართველობას დაუმტკიცა ორი სოფლის – წინარეხისა და თიანეთის გადაწყვეტილება სკოლის დაარსების შესახებ, რომელიც ორი წლის წინ წარადგინეს და ამით ხელი შეუწყო სასოფლო სკოლების დაარსებას. ეს საქმე საზოგადოებისგან ყოველწლიურად დიდ ხარჯს მოითხოვდა, რადგან ყოველ სოფელს საზოგადოების დახმარება სჭირდებოდა, მით უმეტეს, სკოლის გახსნის პირველ პერიოდში. ხელს აწერენ: ილია გრიგოლის ძე ჭავჭავაძე, ნიკოლოზ (ნიკო) ზებედეს ძე ცხვედაძე, გიორგი მიხეილის ძე თუმანიშვილი (თუმანოვი), თევდორე (თედო) დავითის ძე ჟორდანია, ივანე ევდოკიმეს ძე გამყრელიძე, იონა მიხეილის ძე მეუნარგია.


საქართველოს პროსოპოგრაფიულ მონაცემთა ბაზა (თბილისი, 2017). ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის ლინგვისტურ კვლევათა ინსტიტუტი. ფაქტი 13466; ხელმისაწვდომია: . წვდომის თარიღი: .