ქშწკგს პროსოპოგრაფია

ფაქტის ID: 13519

ფაქტი 13519

1906 წელს ბათუმის სკოლის მე-3 კლასში მოსწავლეები რუსულ ენაზე ლექსებს ზეპირად ამბობდნენ, მოთხრობებს გამართულად ჰყვებოდნენ და ხსნიდნენ მის აზრს. უცნობი ტექსტის კითხვა და მისი შინაარსის გადმოცემა უჭირდათ, მაგრამ ზოგადად, ამ მხრივ კარგი შედეგები ჰქონდათ მოსწავლეებს. გრამატიკულად საკმაოდ ბევრ წინადადებასა და სიტყვას არჩევდნენ, მათემატიკიდან კარგად იცოდნენ ოთხივე მოქმედება და ამოცანების ამოხსნა ქართულ და რუსულ ენაზე ეხერხებოდათ, იცოდნენ სამშობლოს აღწერა და საღვთო სჯულის ტექსტების შინაარსს კარგად ჰყვებოდნენ. ბათუმის სკოლის დათვალიერების შესახებ 1906 წლის 10 ივნისის მოხსენებას ხელს აწერს დავით გიორგის ძე კარიჭაშვილი.


საქართველოს პროსოპოგრაფიულ მონაცემთა ბაზა (თბილისი, 2017). ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის ლინგვისტურ კვლევათა ინსტიტუტი. ფაქტი 13519; ხელმისაწვდომია: . წვდომის თარიღი: .