ქშწკგს პროსოპოგრაფია

ფაქტის ID: 13523

ფაქტი 13523

1906 წელს ბათუმის სკოლის მე-2 განყოფილების მოსწავლეებმა ქართული ენიდან „დედა ენა“ 117-ე გვერდამდე ისწავლეს; რუსული ენა – სახელმძღვანელოს 79-ე გვერდამდე; მათემატიკიდან – შეკრება-გამოკლება, გამრავლება-გაყოფა 100-ის ფარგლებში მხოლოდ ათეულებისა; საღვთო სჯულიდან – თორმეტი დღესასწაული და რამდენიმე ტექსტი ძველი აღთქმის დასაწყისიდან. ბათუმის სკოლის დათვალიერების შესახებ 1906 წლის 10 ივნისის მოხსენებას ხელს აწერს დავით გიორგის ძე კარიჭაშვილი.


საქართველოს პროსოპოგრაფიულ მონაცემთა ბაზა (თბილისი, 2017). ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის ლინგვისტურ კვლევათა ინსტიტუტი. ფაქტი 13523; ხელმისაწვდომია: . წვდომის თარიღი: .