1906 წელს ბათუმის სკოლის პირველი განყოფილების მოსწავლეები გამართულად ვერ კითხულობდნენ, თუმცა წაკითხულის შინაარსს კარგად გადმოსცემდნენ; საკმაოდ კარგად იცოდნენ რუსული სიტყვები და ფრაზები; ანგარიშობდნენ კარგად და ციფრების წერაც იცოდნენ; ყველაზე მეტად ქართულად კითხვა და ტექსტის შინაარსის გადმოცემა მუსულმან მოსწავლეებს უჭირდათ, ანგარიში კი ძალიან კარგად იცოდნენ. ბათუმის სკოლის დათვალიერების შესახებ 1906 წლის 10 ივნისის მოხსენებას ხელს აწერს დავით გიორგის ძე კარიჭაშვილი.

წყარო: ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების წლიური კრების ოქმები და ანგარიშები | 1905-1906
წყაროს ტიპი: საარქივო დოკუმენტი
გამოცემის ადგილი: თბილისი, საქართველო
ენა: ქართული
დაცულია: საქართველოს იუსტიციის სამინისტროს სსიპ საქართველოს ეროვნული არქივი

ციტირება: ქშწკ გამავრცელებელი საზოგადოების პროსოპოგრაფიულ მონაცემთა ბაზა (თბილისი, 2017). ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის ლინგვისტურ კვლევათა ინსტიტუტი. ფაქტოიდი 13524 [http://society.iliauni.edu.ge/factoid/article/13524]; წვდომის თარიღი: 2019-11-12