1906 წელს ბათუმის სკოლაში მასწავლებელთა გაფიცვის გამო სწავლა დაიწყო ნოემბერში, მაგრამ შეწყდა და განახლდა – 16 იანვარს. ამ დღეს სკოლაში ყველა მასწავლებელი არ გამოცხადდა; მასწავლებლების უმრავლესობამ თებერვლისა და მარტის თვეში გააგრძელა მუშაობა. მოსწავლეებს სასწავლო პროცესი სამი თვით გაუცდათ, ზოგიერთ მოსწავლეს – ოთხი და ხუთი თვით. ეს მდგომარეობა აისახა მოსწავლეების აკადემიურ მოსწრებაზე; მათ სასწავლო პროგრამის მხოლოდ მცირე ნაწილის გავლა მოახერხეს. ბათუმის სკოლის დათვალიერების შესახებ 1906 წლის 10 ივნისის მოხსენებას ხელს აწერს დავით გიორგის ძე კარიჭაშვილი.

წყარო: ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების წლიური კრების ოქმები და ანგარიშები | 1905-1906
წყაროს ტიპი: საარქივო დოკუმენტი
გამოცემის ადგილი: თბილისი, საქართველო
ენა: ქართული
დაცულია: საქართველოს იუსტიციის სამინისტროს სსიპ საქართველოს ეროვნული არქივი

ციტირება: ქშწკ გამავრცელებელი საზოგადოების პროსოპოგრაფიულ მონაცემთა ბაზა (თბილისი, 2017). ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის ლინგვისტურ კვლევათა ინსტიტუტი. ფაქტოიდი 13527 [http://society.iliauni.edu.ge/factoid/article/13527]; წვდომის თარიღი: 2019-11-19