ქშწკგს პროსოპოგრაფია

ფაქტის ID: 13604

ფაქტი 13604

1906 წელს ბათუმის სკოლის მე-4 განყოფილების მოსწავლეებმა ქართული ლექსები კარგად იცოდნენ და ხსნიდნენ აზრს; საქართველოს ისტორიიდან ტექსტები ყველას ახსოვდა; უცნობ ტექსტებს კარგად კითხულობდნენ და ჰყვებოდნენ შინაარსს; რუსული ლექსებიც ზეპირად იცოდნენ და ხსნიდნენ მათ აზრს; გრამატიკა და მათემატიკა უჭირდათ; სამშობლოს აღწერიდან ნასწავლი საკმაოდ კარგად ახსოვდათ. აგრეთვე საკმაოდ კარგად იცოდნენ საღვთო სჯულის ტექსტები. ბათუმის სკოლის დათვალიერების შესახებ 1906 წლის 10 ივნისის მოხსენებას ხელს აწერს დავით გიორგის ძე კარიჭაშვილი.


საქართველოს პროსოპოგრაფიულ მონაცემთა ბაზა (თბილისი, 2017). ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის ლინგვისტურ კვლევათა ინსტიტუტი. ფაქტი 13604; ხელმისაწვდომია: . წვდომის თარიღი: .