1918 წელს ბახვის სოციალ-დემოკრატების ახალი კოლექტივის კრება გაიმართა. კრებამ პრეზიდიუმის თავმჯდომარედ ს. ბორჩხაძე აირჩია, მის მოადგილედ – მ. ბოლქვაძე, ხაზინადრად – კ. ჯინჭარაძე. თბილისში ყრილობაზე დასასწრებლად ალექსანდრე ლომთათიძე აირჩიეს. კრების გადაწყვეტილებით, უნდა განახლებულიყო მუშაობა ბახვის ეკლესიის ქურდების დასაჭერად.

წყარო: ერთობა, 1918 | 8 ნოემბერი
წყაროს ტიპი: პერიოდიკა
გამოცემის ადგილი: თბილისი
ენა: ქართული
დაცულია: საქართველოს პარლამენტის ეროვნული ბიბლიოთეკა

ციტირება: ქშწკ გამავრცელებელი საზოგადოების პროსოპოგრაფიულ მონაცემთა ბაზა (თბილისი, 2017). ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის ლინგვისტურ კვლევათა ინსტიტუტი. ფაქტოიდი 1363 [http://society.iliauni.edu.ge/factoid/article/1363]; წვდომის თარიღი: 2019-09-21