1906 წელს ბათუმის სკოლის მე-4 განყოფილების მოსწავლეებმა „დედა ენიდან“ გვ. 61-107, ცხრა არაკი და ლექსები ისწავლეს, წაიკითხეს ეგნატე ნინოშვილის სამი მოთხრობა და ილია ჭავჭავაძის „გლახის ნაამბობი“; გრამატიკიდან ისწავლეს მეტყველების ნაწილები; საქართველოს ისტორიიდან – მოთხრობები: ფარნავაზის, წმ. ნინოს, ვახტანგ გორგასლის, არაბთა შემოსევის, დავით აღმაშენებლისა და თამარ მეფის შესახებ. ბათუმის სკოლის დათვალიერების შესახებ 1906 წლის 10 ივნისის მოხსენებას ხელს აწერს დავით გიორგის ძე კარიჭაშვილი.

წყარო: ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების წლიური კრების ოქმები და ანგარიშები | 1905-1906
წყაროს ტიპი: საარქივო დოკუმენტი
გამოცემის ადგილი: თბილისი, საქართველო
ენა: ქართული
დაცულია: საქართველოს იუსტიციის სამინისტროს სსიპ საქართველოს ეროვნული არქივი

ციტირება: ქშწკ გამავრცელებელი საზოგადოების პროსოპოგრაფიულ მონაცემთა ბაზა (თბილისი, 2017). ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის ლინგვისტურ კვლევათა ინსტიტუტი. ფაქტოიდი 13630 [http://society.iliauni.edu.ge/factoid/article/13630]; წვდომის თარიღი: 2019-11-15