1906 წლის 17 დეკემბრის ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების კრების დადგენილებით, ნამდვილ და დამფუძნებელ წევრებს საზოგადოების წევრობის უფლება ჩამოერთმეოდათ თუ ორი წლის საწევრო თანხას არ შეიტანდნენ საზოგადოების ხაზინაში. წევრობის უფლებას კი მიიღებდნენ მაშინ, როცა დარჩენილ საწევრო თანხას გადაიხდიდნენ. კრების ოქმს ხელს აწერენ თავმჯდომარის მოადგილე ნიკოლოზ ზებედეს ძე ცხვედაძე, წევრები: გიორგი მიხეილის ძე ლასხიშვილი და დავით გიორგის ძე კარიჭაშვილი.

წყარო: ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების წლიური კრების ოქმები და ანგარიშები | 1905-1906
წყაროს ტიპი: საარქივო დოკუმენტი
გამოცემის ადგილი: თბილისი, საქართველო
ენა: ქართული
დაცულია: საქართველოს იუსტიციის სამინისტროს სსიპ საქართველოს ეროვნული არქივი

ციტირება: ქშწკ გამავრცელებელი საზოგადოების პროსოპოგრაფიულ მონაცემთა ბაზა (თბილისი, 2017). ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის ლინგვისტურ კვლევათა ინსტიტუტი. ფაქტოიდი 13660 [http://society.iliauni.edu.ge/factoid/article/13660]; წვდომის თარიღი: 2019-06-26