ქშწკგს პროსოპოგრაფია

ფაქტის ID: 13683

ფაქტი 13683

1906 წლის 17 დეკემბერს ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების კრება 12 საათზე გაიხსნა. პირველი კრება დანიშნული იყო 10 დეკემბერს, მაგრამ არ შედგა, რადგან წევრთა საკმარისი რაოდენობა არ გამოცხადდა. 17 დეკემბრის კრებას დაესწრო 35 წევრი. კრების ოქმს ხელს აწერენ თავმჯდომარის მოადგილე ნიკოლოზ ზებედეს ძე ცხვედაძე, წევრები გიორგი მიხეილის ძე ლასხიშვილი და დავით გიორგის ძე კარიჭაშვილი.


საქართველოს პროსოპოგრაფიულ მონაცემთა ბაზა (თბილისი, 2017). ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის ლინგვისტურ კვლევათა ინსტიტუტი. ფაქტი 13683; ხელმისაწვდომია: . წვდომის თარიღი: .