1899 წლის 6 აპრილს ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების გამგეობის სხდომაზე განიხილეს საზოგადოების სასარგებლოდ ბაქოში გამართული ქართული საღამოს საორგანიზაციო კომიტეტის წერილი, რომელშიც წევრები ითხოვდნენ 26 მარტს საზოგადოებისთვის გამოგზავნილი თანხიდან (2 795 მან. 40 კაპ.) ბაქოს ქართულ-რუსული წიგნსაცავის გამგის, თავად ივანე ასლანის ძე ვაჩნაძისთვის გაეგზავნათ 795 მანეთი.

წყარო: ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების გამგეობისა და წევრთა საერთო კრებების სხდომების ოქმები | 1899-1899
წყაროს ტიპი: საარქივო დოკუმენტი
გამოცემის ადგილი: თბილისი, საქართველო
ენა: ქართული
დაცულია: საქართველოს იუსტიციის სამინისტროს სსიპ საქართველოს ეროვნული არქივი

ციტირება: ქშწკ გამავრცელებელი საზოგადოების პროსოპოგრაფიულ მონაცემთა ბაზა (თბილისი, 2017). ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის ლინგვისტურ კვლევათა ინსტიტუტი. ფაქტოიდი 13755 [http://society.iliauni.edu.ge/factoid/article/13755]; წვდომის თარიღი: 2019-11-19