1899 წლის 6 აპრილს ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების გამგეობის სხდომაზე მოისმინეს ფოტოგრაფ ვასილ როინაშვილის მოხსენება, რომ 1-ლი თებერვლიდან თავის თანაშემწედ მოიწვია ფოტოგრაფი ტარას სვიმონის ძე მომცემლიძე, ხოლო რეტუშორმა ნიკა ფიცხელაურმა თავი დაანება სამსახურს. გამგეობამ დაამტკიცა მომცემლიძე, ფიცხელაურის ადგილი დატოვა დროებით თავისუფლად. ოქმს ხელს აწერს თავმჯდომარის მოადგილე ნიკოლოზ ცხვედაძე.

წყარო: ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების გამგეობისა და წევრთა საერთო კრებების სხდომების ოქმები | 1899-1899
წყაროს ტიპი: საარქივო დოკუმენტი
გამოცემის ადგილი: თბილისი, საქართველო
ენა: ქართული
დაცულია: საქართველოს იუსტიციის სამინისტროს სსიპ საქართველოს ეროვნული არქივი

ციტირება: ქშწკ გამავრცელებელი საზოგადოების პროსოპოგრაფიულ მონაცემთა ბაზა (თბილისი, 2017). ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის ლინგვისტურ კვლევათა ინსტიტუტი. ფაქტოიდი 13963 [http://society.iliauni.edu.ge/factoid/article/13963]; წვდომის თარიღი: 2019-10-22