1907 წლის 15 სექტემბერს ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების სხდომაზე სამსონ ფირცხალავამ განაცხადა, რომ საზოგადოების გამგეობას დაუყოვნებლივ უნდა გამოეცა ილია ჭავჭავაძის ნაწარმოებები და მწერლის პატივსაცემად და მისი ფონდის გასაძლიერებლად საქართველოს სხვადასხვა ქალაქსა და სოფელში სალიტერატურო ღონისძიებები გაემართა ილიას ნაწარმოებების მიხედვით.

წყარო: ქართველთა შორის წერა კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების გამგეობის სხდომების ოქმები | 1907-1907
წყაროს ტიპი: საარქივო დოკუმენტი
გამოცემის ადგილი: თბილისი, საქართველო
ენა: ქართული
დაცულია: საქართველოს იუსტიციის სამინისტროს სსიპ საქართველოს ეროვნული არქივი

ციტირება: ქშწკ გამავრცელებელი საზოგადოების პროსოპოგრაფიულ მონაცემთა ბაზა (თბილისი, 2017). ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის ლინგვისტურ კვლევათა ინსტიტუტი. ფაქტოიდი 13969 [http://society.iliauni.edu.ge/factoid/article/13969]; წვდომის თარიღი: 2019-08-21