1909 წელს გიორგიწმინდის სკოლის მასწავლებელმა ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელ საზოგადოებას სთხოვა, სკოლას წიგნებით დახმარებოდნენ. გამგეობამ 18 მანეთისა და 50 კაპიკის წიგნების გაგზავნა გადაწყვიტა. განჩინებას ხელი მოაწერა გიორგი ნიკოლოზის ძე ყაზბეგმა.

წყარო: ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების გამგეობის სხდომის ოქმები | 1909-1909
წყაროს ტიპი: საარქივო დოკუმენტი
გამოცემის ადგილი: თბილისი
ენა: ქართული
დაცულია: საქართველოს პარლამენტის ეროვნული ბიბლიოთეკა

ციტირება: ქშწკ გამავრცელებელი საზოგადოების პროსოპოგრაფიულ მონაცემთა ბაზა (თბილისი, 2017). ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის ლინგვისტურ კვლევათა ინსტიტუტი. ფაქტოიდი 13974 [http://society.iliauni.edu.ge/factoid/article/13974]; წვდომის თარიღი: 2019-08-21