1899 წლის 11 მაისის სხდომაზე ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების გამგეობამ განიხილა წევრების საზოგადო კრების მოწვევის საკითხი. კრებაზე, რომელიც 29 მაისს დაინიშნა, უნდა განეხილათ საზოგადოების საქმიანობის წლიური ანგარიში, სავარაუდო ხარჯთაღრიცხვა, ფოტოგრაფ ალექსანდრე როინაშვილის ანდერძი, აერჩიათ საზოგადოების ახალი წევრები, გამგეობის ერთი წევრი და სამი კანდიდატი. ოქმს ხელს აწერს თავმჯდომარის მოადგილე ნიკოლოზ ცხვედაძე.

წყარო: ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების გამგეობისა და წევრთა საერთო კრებების სხდომების ოქმები | 1899-1899
წყაროს ტიპი: საარქივო დოკუმენტი
გამოცემის ადგილი: თბილისი, საქართველო
ენა: ქართული
დაცულია: საქართველოს იუსტიციის სამინისტროს სსიპ საქართველოს ეროვნული არქივი

ციტირება: ქშწკ გამავრცელებელი საზოგადოების პროსოპოგრაფიულ მონაცემთა ბაზა (თბილისი, 2017). ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის ლინგვისტურ კვლევათა ინსტიტუტი. ფაქტოიდი 14000 [http://society.iliauni.edu.ge/factoid/article/14000]; წვდომის თარიღი: 2019-11-12