1899 წლის 23 თებერვალს ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების გამგეობის სხდომაზე განიხილეს ქუთაისისა და სენაკის სათავადაზნაურო სკოლების სამზრუნველო კომისიის მოხსენება ამ სკოლათა მართვის ინსტრუქციაში ცვლილებებისა და სამეურვეო კომიტეტის გაუქმების შესახებ, რომელიც მოისმინეს 9 თებერვალს და გადადეს სამზრუნველო კომიტეტისთვის განმარტებითი პასუხის მომზადებამდე. გამგეობამ მოისმინა ინსტრუქციის სამუშაო ვერსია და დაამტკიცა. სხდომის ოქმს ხელს აწერს საზოგადოების თავმჯდომარე ილია ჭავჭავაძე.

წყარო: ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების გამგეობისა და წევრთა საერთო კრებების სხდომების ოქმები | 1899-1899
წყაროს ტიპი: საარქივო დოკუმენტი
გამოცემის ადგილი: თბილისი, საქართველო
ენა: ქართული
დაცულია: საქართველოს იუსტიციის სამინისტროს სსიპ საქართველოს ეროვნული არქივი

ციტირება: ქშწკ გამავრცელებელი საზოგადოების პროსოპოგრაფიულ მონაცემთა ბაზა (თბილისი, 2017). ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის ლინგვისტურ კვლევათა ინსტიტუტი. ფაქტოიდი 14183 [http://society.iliauni.edu.ge/factoid/article/14183]; წვდომის თარიღი: 2019-06-18