ქშწკგს პროსოპოგრაფია

ფაქტის ID: 14456

ფაქტი 14456

1908 წლის 29 აგვისტოს ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების გამგეობას შეატყობინეს, რომ თბილისის გუბერნიის თავადაზნაურობის წინამძღოლთა და დეპუტატთა საკრებულო გამოეხმაურა გამგეობის მოწოდებას ილია ჭავჭავაძის ძეგლის აგებაში მონაწილეობის თაობაზე. ისინი წუხდნენ, რომ საკრებულოს მცირერიცხოვნობისა და თავისუფალი თანხის უქონლობის გამო მიმდინარე წელს ვერ მოახერხებდნენ ფულის გაღებას. შეტყობინებას ხელი მოაწერეს გუბერნიის თავადაზნაურობის წინამძღოლმა გიორგი ბაგრატიონ-დავითაშვილმა და მდივანმა ილია ზურაბიშვილმა.


საქართველოს პროსოპოგრაფიულ მონაცემთა ბაზა (თბილისი, 2017). ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის ლინგვისტურ კვლევათა ინსტიტუტი. ფაქტი 14456; ხელმისაწვდომია: . წვდომის თარიღი: .