1881-1882 წლების ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების წლიური ანგარიშის მიხედვით, საპრემიოდ წარდგენილი გეოგრაფიის ორი ხელნაწერიდან მმართველობამ ვერც ერთი ვერ ცნო ჯილდოს ღირსად. მმართველობის გადაწყვეტილების თანახმად, მხოლოდ ერთ-ერთი მათგანი გამოიცემოდა, ისიც იმ შემთხვევაში, თუ ავტორი მას მმართველობის შენიშვნების მიხედვით შეასწორებდა. ხელს აწერენ: ილია გრიგოლის ძე ჭავჭავაძე, ნიკოლოზ (ნიკო) ზებედეს ძე ცხვედაძე, გიორგი მიხეილის ძე თუმანიშვილი (თუმანოვი), თევდორე (თედო) დავითის ძე ჟორდანია, ივანე ევდოკიმეს ძე გამყრელიძე, იონა მიხეილის ძე მეუნარგია.

წყარო: ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების მოქმედების წლიური ანგარიში | 1881-1882
წყაროს ტიპი: საარქივო დოკუმენტი
გამოცემის ადგილი: თბილისი
ენა: ქართული
დაცულია: საქართველოს იუსტიციის სამინისტროს სსიპ საქართველოს ეროვნული არქივი

ციტირება: ქშწკ გამავრცელებელი საზოგადოების პროსოპოგრაფიულ მონაცემთა ბაზა (თბილისი, 2017). ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის ლინგვისტურ კვლევათა ინსტიტუტი. ფაქტოიდი 14470 [http://society.iliauni.edu.ge/factoid/article/14470]; წვდომის თარიღი: 2019-10-14