ქშწკგს პროსოპოგრაფია

ფაქტის ID: 14476

ფაქტი 14476

1881-1882 წლების ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი წლიური ანგარიშის მიხედვით, საზოგადოებამ გორის სამასწავლებლო სემინარიის სტიპენდიატებს სახელმძღვანელოებისა და სასწავლო ნივთების შესაძენად 40 მანეთი გაუგზავნა. აგრეთვე, ბიბლიოთეკისთვის გააგზავნა ქართული წიგნების თითო ეგზემპლარი. ხელს აწერენ: ილია გრიგოლის ძე ჭავჭავაძე, ნიკოლოზ (ნიკო) ზებედეს ძე ცხვედაძე, გიორგი მიხეილის ძე თუმანიშვილი (თუმანოვი), თევდორე (თედო) დავითის ძე ჟორდანია, ივანე ევდოკიმეს ძე გამყრელიძე, იონა მიხეილის ძე მეუნარგია.


საქართველოს პროსოპოგრაფიულ მონაცემთა ბაზა (თბილისი, 2017). ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის ლინგვისტურ კვლევათა ინსტიტუტი. ფაქტი 14476; ხელმისაწვდომია: . წვდომის თარიღი: .