ქშწკგს პროსოპოგრაფია

ფაქტის ID: 14494

ფაქტი 14494

1908 წლის 9 აპრილს ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების წევრებისა და მხატვართა კომისიის გაერთიანებულმა სხდომამ განიხილა ილია ჭავჭავაძის ძეგლის იაკობ ნიკოლაძისეული პროექტი და შესანიშნავ ჩანაფიქრად აღიარა მჯდომარე ქართველი დედისა და ილიას ბიუსტის კომპოზიცია. დაასკვნა, რომ მოდელი მხატვრული ქანდაკების ყველა მოთხოვნას აკმაყოფილებდა და დიდი პოეტის შესაფერისი იყო.


საქართველოს პროსოპოგრაფიულ მონაცემთა ბაზა (თბილისი, 2017). ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის ლინგვისტურ კვლევათა ინსტიტუტი. ფაქტი 14494; ხელმისაწვდომია: . წვდომის თარიღი: .