1899 წლის 11 მაისს გიორგი ლასხიშვილი წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების გამგეობას სთხოვდა ნებართვას, რომ ქართულ თეატრალურ წრეს გადაეღო საზოგადოების ფოტოსახელოსნოს კუთვნილი სურათები სპექტაკლისთვის „ბუნდოვანი სურათები“.

წყარო: ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების გამგეობისა და წევრთა საერთო კრებების სხდომების ოქმები | 1899-1899
წყაროს ტიპი: საარქივო დოკუმენტი
გამოცემის ადგილი: თბილისი, საქართველო
ენა: ქართული
დაცულია: საქართველოს იუსტიციის სამინისტროს სსიპ საქართველოს ეროვნული არქივი

ციტირება: ქშწკ გამავრცელებელი საზოგადოების პროსოპოგრაფიულ მონაცემთა ბაზა (თბილისი, 2017). ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის ლინგვისტურ კვლევათა ინსტიტუტი. ფაქტოიდი 14537 [http://society.iliauni.edu.ge/factoid/article/14537]; წვდომის თარიღი: 2019-09-15