ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების 1908 წლის 9 აპრილის ოქმის მიხედვით, საზოგადოების თბილისის განყოფილების გამგეობისა და კაზმულ ხელოვნებათა წამახალისებელი კავკასიის საზოგადოების მხატვართა კომისიის ერთობლივ სხდომაზე განიხილეს ილია ჭავჭავაძის ძეგლის იაკობ ნიკოლაძისეული მოდელი და ძეგლის დადგმის საკითხი. ოქმს ხელი მოაწერეს იაკობ ღულაძემ (გამგეობის თავმჯდომარის ამხანაგი), სამსონ ფირცხალავამ (გამგეობის მდივანი) და სხვ.

წყარო: ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების დადგენილებები და სხვა მიწერ-მოწერა ილია ჭავჭავაძის ძეგლის დადგმის შესახებ | 1907-1910
წყაროს ტიპი: საარქივო დოკუმენტი
გამოცემის ადგილი: თბილისი, საქართველო
ენა: ქართული, რუსული
დაცულია: საქართველოს იუსტიციის სამინისტროს სსიპ საქართველოს ეროვნული არქივი

ციტირება: ქშწკ გამავრცელებელი საზოგადოების პროსოპოგრაფიულ მონაცემთა ბაზა (თბილისი, 2017). ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის ლინგვისტურ კვლევათა ინსტიტუტი. ფაქტოიდი 14564 [http://society.iliauni.edu.ge/factoid/article/14564]; წვდომის თარიღი: 2019-09-17