1909 წლის 24 ოქტომბერს სამსონ ფირცხალავამ შეატყობინა საფრანგეთში მყოფ იაკობ ნიკოლაძეს, რომ ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების გამგეობამ მოიწონა ილია ჭავჭავაძის საფლავის ძეგლის მისეული ფოტოესკიზები და მისთვის 1200 მანეთის გაგზავნა გადაწყვიტა. ფირცხალავას იმედი ჰქონდა, რომ ბრინჯაოს ქანდაკებაც ისეთივე კარგი გამოვიდოდა, როგორიც ესკიზზე იყო.

წყარო: ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების დადგენილებები და სხვა მიწერ-მოწერა ილია ჭავჭავაძის ძეგლის დადგმის შესახებ | 1907-1910
წყაროს ტიპი: საარქივო დოკუმენტი
გამოცემის ადგილი: თბილისი, საქართველო
ენა: ქართული, რუსული
დაცულია: საქართველოს იუსტიციის სამინისტროს სსიპ საქართველოს ეროვნული არქივი

ციტირება: ქშწკ გამავრცელებელი საზოგადოების პროსოპოგრაფიულ მონაცემთა ბაზა (თბილისი, 2017). ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის ლინგვისტურ კვლევათა ინსტიტუტი. ფაქტოიდი 14569 [http://society.iliauni.edu.ge/factoid/article/14569]; წვდომის თარიღი: 2019-06-27