ნიკოლოზ ცხვედაძემ ხელი მოაწერა ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების ხარჯთაღრიცხვას, რომლის მიხედვითაც თბილისის პირველ სახალხო ბიბლიოთეკას 1901 წლის მაისში სამკითხველოს გამგის ჯამაგირისთვის გაცემული ჰქონდა 20. 00 მანეთი, მსახურის ჯამაგირისთვის – 2. 00, წვრილმანი ხარჯებისთვის კი – 2. 55 მან.

წყარო: ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების გამგეობის სხდომის ოქმები | 1901-1901
წყაროს ტიპი: საარქივო დოკუმენტი
გამოცემის ადგილი: თბილისი, საქართველო
ენა: ქართული
დაცულია: საქართველოს იუსტიციის სამინისტროს სსიპ საქართველოს ეროვნული არქივი

ციტირება: ქშწკ გამავრცელებელი საზოგადოების პროსოპოგრაფიულ მონაცემთა ბაზა (თბილისი, 2017). ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის ლინგვისტურ კვლევათა ინსტიტუტი. ფაქტოიდი 14741 [http://society.iliauni.edu.ge/factoid/article/14741]; წვდომის თარიღი: 2019-06-24