ნიკოლოზ ცხვედაძემ ხელი მოაწერა ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების ხარჯთაღრიცხვას, რომლის მიხედვითაც თბილისის მე-2 სახალხო ბიბლიოთეკას 1901 წლის პირველ აპრილს გაღებული ჰქონდა სამკითხველოს ქირისთვის – 8 მანეთი, სამკითხველოს გამგის ჯამაგირისთვის – 15 და შესაწევრისთვის – 10, მსახურის ჯამაგირისთვის – 1. 50, წვრილმანი ხარჯებისთვის კი – 1. 09 მანეთი.

წყარო: ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების გამგეობის სხდომის ოქმები | 1901-1901
წყაროს ტიპი: საარქივო დოკუმენტი
გამოცემის ადგილი: თბილისი, საქართველო
ენა: ქართული
დაცულია: საქართველოს იუსტიციის სამინისტროს სსიპ საქართველოს ეროვნული არქივი

ციტირება: ქშწკ გამავრცელებელი საზოგადოების პროსოპოგრაფიულ მონაცემთა ბაზა (თბილისი, 2017). ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის ლინგვისტურ კვლევათა ინსტიტუტი. ფაქტოიდი 14776 [http://society.iliauni.edu.ge/factoid/article/14776]; წვდომის თარიღი: 2019-06-18