ქშწკგს პროსოპოგრაფია

ფაქტის ID: 14790

ფაქტი 14790

1905 წლის ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების წლიური ანგარიშის მიხედვით, კავკავის სკოლის IV განყოფილების მოსწავლეებმა ქართული ენის პროგრამა სრულად ვერ გაიარეს. საქართველოს გეოგრაფია ცალკე სისტემატურად არ გაუვლიათ და უჭირდათ. „ბუნების კარის“ ისტორიული ნაწილი და საღვთო სჯული კი კარგად იცოდნენ. ანგარიშს ხელს აწერენ: ნიკოლოზ (ნიკო) ზებედეს ძე ცხვედაძე, ნიკოლოზ ზურაბის ძე ელიავა, გიორგი მიხეილის ძე ლასხიშვილი, ვახტანგ მუსხელაშვილი, ფილიპე გაბრიელის ძე გოგიჩაიშვილი, ივანე გიორგის ძე რატიშვილი და პართენ (პარმენ) ალექსანდრეს ძე გოთუა.


საქართველოს პროსოპოგრაფიულ მონაცემთა ბაზა (თბილისი, 2017). ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის ლინგვისტურ კვლევათა ინსტიტუტი. ფაქტი 14790; ხელმისაწვდომია: . წვდომის თარიღი: .