ქშწკგს პროსოპოგრაფია

ფაქტის ID: 14793

ფაქტი 14793

1905 წლის ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების წლიური ანგარიშის მიხედვით, კავკავის სკოლის I განყოფილებაში უკეთესად სწავლობდნენ, ვიდრე II განყოფილებაში. I განყოფილების მოსწავლეებმა საღვთო სჯული კარგად იცოდნენ, სხვა საგნებში კი შედარებით სუსტები იყვნენ. ანგარიშს ხელს აწერენ: ნიკოლოზ (ნიკო) ზებედეს ძე ცხვედაძე, ნიკოლოზ ზურაბის ძე ელიავა, გიორგი მიხეილის ძე ლასხიშვილი, ვახტანგ მუსხელაშვილი, ფილიპე გაბრიელის ძე გოგიჩაიშვილი, ივანე გიორგის ძე რატიშვილი და პართენ (პარმენ) ალექსანდრეს ძე გოთუა.


საქართველოს პროსოპოგრაფიულ მონაცემთა ბაზა (თბილისი, 2017). ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის ლინგვისტურ კვლევათა ინსტიტუტი. ფაქტი 14793; ხელმისაწვდომია: . წვდომის თარიღი: .